კონფერენცია "გავამწვანოთ ბიზნესი"
29 სექტემბერს არასამთავრობო ორგანიზაციის -„მწვანე ბიზნესის ასოციაცია“ ორგანიზებით ჩატარდა შეხვედრა „გავამწვანოთ ბიზნესი“. 🍀 შეხვედრის მასპინძელი გახლდათ "სოფლად თემთა განვითარების სააგენტო". შეხვედრას ესწრებოდნენ სკოლების პედაგოგები და დირექტორები ქედადან, საჩხერედან, ხულოდან, ლაგოდეხიდან, გორიდან, ბოლნისიდან, ჟინვალიდან, ხაშურიდან, ჭიათურიდან; ასევე ეკოლოგიურად უსაფრთხო პროდუქტის მწარმოებლები, სხვადასხვა "მწვანე" ბიზნესის წარმომადგენლები, მეცნიერები, მკვლევარები, ჟურნალისტები, განათლების სამინისტროსა და მასწავლებლის სახლის წარმომადგენლები. ორგანიზაციის სტრატეგიაა შეასრულოს მედიატორის როლი ეკომწარმოებლებსა და მათ მომხმარებლებს შორის, დაამყაროს მჭიდრო და ეფექტიანი კავშირები ბიზნესსა და ბაზარს შორის. აღნიშნული სტრატეგიის მისაღწევად ორგანიზაციამ ინოვაციური და შედეგზე ორიენტირებული მიდგომა შეარჩია: მუშაობს მოზარდებთან, რათა ბავშვმა მიწოდებული სიახლე მიიტანოს მშობელთან და გაცილებით სწრაფად მოხდეს ეკოლოგიურად უსაფრთხო პროდუქტის პოპულარიზაცია.